ნავიგაცია მთავარი | პროექტები | ფოტოგალერეა | ჩვენ შესახებ

"წმინდა გიორგი" , უფრო სრულიად კი " წმინდა გიორგი ძველ ქართულ მწერლობაში" მიზნად ისახავს ნაწილობრივ მაინც დააკმაყოფილოს თანამედროვე ქართველი მკითხველის სულიერი მოთხოვნილება-გაიცნოს ჩვენი მდიდარი და უძველესი ქრისტიანული კულტურული მემკვიდრეობა, რაც ჩვენს არც თუ შორეულ წარსულში შეუძლებელი იყო გარკვეული მიზეზების გამო.
თეთრ ცხენზე ამხედრებული წმინდა გიორგი, სიმართლისა და გამარჯვების სიმბოლო, ქართველი კაცის სანუკვარი იდეალების გამოხატულებად იქცა. ამიტომ არის მოფენილი საქართველოს ყველა კუთხე წმ.გიორგის სახელზე აშენებული რამდენიმე ასეული ეკლესია-ტაძრით , რომელთა კედლებს ამშვენებენ მისი ცხოვრებისა და სასწაულების გამომსახველი უძველესი ფრესკები, ოქრო-ვერცხლით მოჭედილი მისი ხატები და უნიკალური ჯვრები. ამიტომ არის, რომ უძველესი დროიდან დაწყებული სულ ბოლო ხანებამდე გრძელდებოდა წმ. გიორგისადმი მიძღვნილი ლიტერატურული ძეგლების შექმნა. ქართულად ნათარგმნია სხვადასხვა პერიოდში შექმნილი გიორგის ოთხი " წამება" , სამი შესხმა, შვიდი საგალობელი და სასწაულების რამდენიმე ციკლი. გარდა ამისა, თვით ქართველებსაც შეუქმნიათ წმ.გიორგის შესახებ ორიგინალური პროზაული და პოეტური თხზულებები, რომელთა რიცხვი ერთ ათეულს შეადგენს.
ძველ საქართველოში წმინდა გიორგის კულტის უდიდესი პოპულარობისა და თაყვანისცემის ყველაზე ნათელი დასტური ის თხზულებებია , რომლებიც ქართველ მწერლებს მიუძღვნიათ მისთვის. ცხადია, ყველა მათგანი არც ერთნაირი ღირსებისაა და არც ორიგინალობის თუმცა თითოეული მათგანი მნიშვნელოვანი ფყრცელია და მათი გაცნობა ფართო წრისთვის აუცილებელია. საქართველოში
წმ.გიორგიზე შექმნილი ყველა თქმულება, ლეგენდა, ლექსი თუ პოემა ბიზანტიური მწერლობიდან გადმოთარგმნილ თხზულებებს ემყარება. ეს ნაწარმოებები უმეტსად საეკლესიო შინაარსისაა და შექმნილია სასულიერო პირების მიერ.
წმ.გიორგის კულტი ფართოდაა წარმოდგენილი ძველი მწერლობის კიდევ ერთ დარგში- ჰიმნოგრაფიულ მწერლობაში. საგალობლების რიცხვი ბიზანტიურ მწერლობაში ცამეტია, ხოლო ქართულად ნათარგმნია შვიდი და შექმნილია ერთი იოანე მინჩხის მიერ.

* * *


წმინდა გიორგი ქრისტიანულ ჰაგიოგრაფიაში (დაახ. 275 - 23 აპრილი, 303) იყო კაბადოკიელი დიდებული, რომის იმპერიის მსახური, რომელიც ქრისტიან დიდმოწამედ შერაცხეს. მართლმადიდებელი (ორთოდოქსი) ქრისტიანობის ერთ-ერთი ყველაზე პატივცემული წმინდანი. უკვდავყოფილ იქნა გიორგისა და დრაკონის ნაამბობით და ამჟამად რამდენიმე ქვეყნის, მათ შორის ინგლისის, ეთიოპიის, საქართველოს და ქალაქ მოსკოვის მფარველი წმინდანია.


* * *

წმიდაო გიორგი, დიდების მხედარო,
ვუმზერ შენს ხატებას და სული მხნედ არი...
შემუსრე უწმინდურ დრაკონთა ორგია,
იხსენ სამკვიდრო შენი – გეორგია,
დიდების უფალი მართალთა მწედ არი.
წმიდაო რაინდო, გველი არ დაინდო,
მოგვმადლე იმედი და უფლის სვე-დარი!

0 коммент.:

Отправить комментарий